პირველ რიგში სანამ დავიწყებდეთ php ის შესწავლა მოდით მანამდე გავერკვიოთ რა არის php და რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ის.
PHP იშიფრება როგორც Hypertext Preprocessor(ჰიპერტექსტული პრეპროცესორი).რადგანაც PHP არის ენა რომელიც დამოკიდებულია ვებ სერვერზე ანუ მარტივად რომ ვთქვად PHP ვერ იმუშავებს სერვერის გარეშე.განსხვავებით ჯავასკრიფტისა PHP ჭირდება სერვერი სადაც ავტვირთავთ ტეგებს და შემდეგ გადავამუშავებთ.
PHP'ს არ ჭირდება არანაირი კომპილირება მაგალითად როგორც C,C++ ან Java's.აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვეძლება დავწეროთ PHP სკრიპტი,ავტვირთოდ იგი ვებ სერვერზე და შემდგომში თვითონ ვებ სერვერი იზრუნებს მის გადამოშავებაზე და ჩვენს ვებ ბრაუზერში HTML გვერდის ასახვაზე.
PHP არის HTML თან სამუშაო პროგრამა რაც საშვალებას გვაძლევს PHP ჩავწეროთ HTML ის ტეგებს შორის.
PHP ფაილები უნდა იყოს აუცილებლად PHP გაფართოების ანუ ფაილს ვინახავთ შემდეგნაირადsave as>text.php
HTML გვერდები არის სტატიკური რაც იმას ნიშნავს რომ საიტის ვიზიტორები ხედავენ სულ ერთი და იგივე ინფორმაციას საიტზე განთავსებულს რომელიც არ იცვლება არასოდეს განსხვავებით PHP-საგან რომელიც გვთავაზობს დინამიკურ საიტებს რომლის შიგთავსიც დრო და დრო იცვლება დამოკიდებული მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. ესეც PHP ის ერთ ერთი დადებითი მხარეა
და სანამ PHP სწავლას დავიწყებდეთ საჭიროა HtML ის ცოდნა (ბაზისურ დონემდე მაინც)
როგორ დავიწყოთ?
* დავაყენოთ Apache server, Windows-ზე, ან Linux -ზე * დავაყენოთ PHP , Windows-ზე, ან Linux -ზე * დავაყენოთ MySQL , Windows-ზე, ან Linux -ზე
PHP სკრიფტინგის ბლოკი ყველთვის იწყება შემდეგით: <? php და მთავრდება შემდეგით:?>. PHP ბლოკი შესაძლოა განთავსდეს დოკუმენტის ნებისმიერ ადგილზე.
სერვერებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სტენოგრაფიას, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ სკრიფტინგის ბლოკი შემდეგით: <? და დავამთავროთ შემდეგით:?>.