@import url('http://ucozua.ru/Ajax/android/androajax.css') all;

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Engines » uCoz » uCoz პირობითი ოპერატორები
uCoz პირობითი ოპერატორები
TANDILA  თარიღი: შაბათი, 2011 ივლისი 16, 16:14 | შეტყობინება # 1
ვებ მასტერი
ჯგუფი: ადმინი
ჰოსტები: 160
რეპუტაცია: 2590
ირობითი ოპერატორები როგორც დამწყებებისთვის, ასევე მცოდნეებისთვის.

თუ თქვენ ვერ ხვდებით როგორ მუშაობს პირობითი ოპერატორები და პანელში მოცემული ინფორმაცია არ მიგაჩნიათ საკმარისად, მე შევეცდები რომ აგიხსნათ. რაც მთავარია უნდა დაიჯეროთ, რომ ეს ძალიან ადვილია!

პირობითი ოპერატორები არის სპეციალური კოდ-სიმბოლოები, რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ სხვადასხვა სკრიპტები. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ აბსოლუტურად ახალი ოპცია თქვენს საიტზე, რომელსაც ვერ უზრუნველყოფს თქვენი საკონტროლო პანელი.

პირველ რიგში, თქვენ უნდა გაეცნოთ ამ კოდების კომპონენტებს. ესენი არიან:

<?if($code$)?> – ეს კოდი მიგვანიშნებს თუ რას აკეთებს მომხმარებელი. უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ მოვიყვან მის ექვივალენტს «If there is» (ანუ თუ არის).

<?else?> – ეს კოდი არის წინა კოდის საპირისპირო (თუ არ არის).

<?endif?> – ეს არის პირობითი ოპერატორის დასასრული, რომლის გარეშეც პირობითი ოპერატორი წარმოუდგნელია. მისი ექვივალენტია «The end» (დასასრული).

ახლა გამოვცადოთ ადვილი მაგალითი საკონტროლო პანელიდან:

(Page Editor - იდან)

Code
<?if($USER_LOGGED_IN$)?> გამარჯობა, $USERNAME$ <?else?> თქვენ ხართ წევრი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ. <?endif?>


ჩვენს ენაზე ეს ნიშნავს: «თუ ის არის საიტზე შემოსული როგორც წევრი, მაშინ «გამარჯობა, და მისი ნიკი!», თუ არ არის, «გამარჯობა, სტუმარო» და დასასრული. (<?endif?>).»

ახლა კი დეტალები.

რა გამოვიყენეთ?

ჩვენ ვუბრძანეთ <?if($code$)?> ოპერატორს, რომ ჩვენ სკრიპტს უნდა ეთქვა გამარჯობა რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. ჩვენ ჩავსვით შემდეგი კოდი - $USER_LOGGED_IN$ ნაცვლად კოდისა - $code$, მაგალითისთვის ჩვენ ვთქვით, რომ «თუ მომხმარებელი რეგისტრირებულია, მაშინ - <?if($USER_LOGGED_IN$)?>».

შემდეგ ინფორმაცია, რომელიც დასაშვებია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. ამავე დროს, ჩვენ შეგვიძლია ოპერატორები გავმოიყენოთ თუ ისინი არ არიან (დარეგისტრირებული ან სხვა რამ), ჩვენს მაგალითში კი ესენი არიან სტუმრები. მაშასადამე, რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, შეყვანილ იქნა ინფორმაცია დაურეგესტრირებელი მომხმარებლებისთვის, სტუმრებისთვის.

ჩვენ მივიღეთ

Code
<?if($USER_LOGGED_IN$)?>გამარჯობა, $USERNAME$ <?else?> გამარჯობა, სტუმარო!


ახლა ჩვენ უბრალოდ უნდა დავხუროთ
Code
<?if($USER_LOGGED_IN$)?> გამარჯობა, $USERNAME$ <?else?> გამარჯობა, Guest! <?endif?>


ასევე შეგვიძლია გამოვრიცხოთ სტუმრები და გამოვაჩინოთ ინფორმაცია მხოლოდ რეგისტრირებული წევრებისთვის. ამისათვის ჩვენ უბრალოდ არ ვიყენებთ «If not». მივიღებთ შემდეგს:

Code
<?if($USER_LOGGED_IN$)?> დიდი მადლობა რომ დარეგისტრირდით!<?endif?>


ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ისინი დაინახავანენ «დიდი მადლობა რომ დარეგისტრირდით!» ტექსტს, ვინც დარეგისტრირებულია.

ყველა კოდი ყველა მოდულში განურჩევლად არ მოქმედებს. არის კოდები რომელიც ყველამ მოდულშია, არის კოდები, რომლებიც მხოლოდ ამა თუ იმ მოდულს ახასიათებს, ეკუთვნის. ჩვენ მაგალითში ვიყენებთ (Page Editor)-ს. მისი კოდები კი შემდეგია:
Login და logout:
Code
<?if($USER_LOGGED_IN$)?> <a href="$LOGOUT_LINK$">გამოსვლა</a> <?else?> <a href="$LOGIN_LINK$">შესვლა</a> <?endif?>


რეგისტრაციის შემდეგ გასული დღეები:
Code
<?if($USER_LOGGED_IN$)?> თქვენ ჩვენთან ერთად ხართ $USER_REG_DAYS$ დღე! <?else?> გთხოვთ, დარეგისტრირდით. <?endif?>


და ა.შ.

პირობები სკრიპტისთვის შეიძლება შეიცვალოს დამატებითი უნარებით, რომლებსაც აწარმოებენ ოპერატორები. ისინი არიან: «=», «>», «<» ნიშნები. აუცილებლობის შემთხვევაში, გასწორებული პირობები გამოყოფილია ვერტიკალური ხაზით.

Code
<?if($code$='condition')?> მე ვხედავ ამას <?else?> მე აქ ვხედავ ამას <?endif?>


Or

Code
<?if($code$='condition')?> მთავარია რომ მე ვხედავ ამას <?endif?>


მაგალითად:

Code
<?if($USER$='John')?> John, არ დაგავიწყდეს ელ.ფოსტის შემოწმება ყოველდღე. <?endif?>

ეს ნიშნავს: «თუ საიტზე სხვადასხვა წევრები არიან და მათ შორის არის John (='John'), ეს შეტყობინება მხოლოდ მისთვის იქნება ნაჩვენები.»

ამის გაკეთება შეიძლება წევრების ჯგუფებზე, სახელებზე, სქესზე, ასაკზე და ა.შ.

დამატებითი მაგალითები:

Code
<?if($USER$='Mike' or $USER$='Lola')?> Mike და Lola, აქ არის "სეკრეტ" ლინკი …. <?endif?>


ჯგუფები:
Code
<?if($GROUP_ID$=3 or $GROUP_ID$=4)?> მოდერატორებო და ადმინისტრატორებო, დაკლიკეთ აქ… <?endif?>


და ა.შ.

ცნობისთვის, ოპერატორებს შეუძლიათ ერთმანეთში მუშაობაც. მაგალითი:

Code
<?if($USER_LOGGED_IN$)?> გამარჯობა $USER$! <?if($GROUP_ID$=3 || $GROUP_ID$=4)?> არ დაგავიწყდეს რეკლამაზე დაკლიკვა <?endif?> <?else?> გთხოვთ დარეგისტრირდთ. <?endif?>


სკრიპტი მდგომარეობს შემდეგში:
«თუ საიტზე არიან ავტორიზირებული მომხმარებლები და მათ შორის არიან ადმინისტრატორები და მოდერატორები, მათთვის განკუთვნილია ტექსტი, რომელიც მიუთითებს მათ დაკლიკონ რეკლამაზე, თუ დაურეგისტრირებელი მომხმარებლები არიან, მიუთითებს დარეგისტრირდნენ და დასასრული.»

მთავარი ამოცანაა როგორ დაწერთ სკრიპტს, რა კოდებს გამოიყენებთ და ვისკენ იქნება მიმართული. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ყველაფერი, uCoz-ი ძალიან მოქნილია!
 
ფორუმი » Engines » uCoz » uCoz პირობითი ოპერატორები
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

 
 
  

This website using PHP, XHTML, CSS and JavaScript.

მოცემული საიტიდან რაიმე ინფორმაციის კოპირების დროს აუცილებლად მიუთითეთ წყარო !
Copyright © 2008 - 2024 ! All rights reserved. ჰოსტერი uCoz Powered By N.Gogitidze
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სხვისი საკუთრების მითვისება ისჯება კანონით !