@import url('http://ucozua.ru/Ajax/android/androajax.css') all;

  • გვერდი 1 დან
  • 1
HTML შესწავლა: ნაბიჯი 3 - აუცილებელი ტეგები
TANDILA  თარიღი: შაბათი, 2011 ივლისი 16, 19:28 | შეტყობინება # 1
ვებ მასტერი
ჯგუფი: ადმინი
ჰოსტები: 160
რეპუტაცია: 2590
ნაბიჯი 3 - აუცილებელი ტეგები

Code
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
<META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8">
</head>
<body>
მოგესალმებით! ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!
</body>
</html>


ლბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს სურათი, რომელიც კოდის მარცხნივაა აწებებული უკვე მესამე თავია და რომელზეც სიტყვა არ დამიძრავს smile რახან უკვე ვიცით, რას ნიშნავს ტეგი და რა აგებულება აქვს მას, უკვე დროა ეს სურათიც გავარჩიოთ.

სურათზე HTML-ისა და ადამიანის მსგავსებაა გამოსახული. ჩვენ გაგვაჩნია სხეული, თავი და ტანი. HTML-საც იგივე აგებულება აქვს, მაგრამ მის აგებულებას ტეგები შემოსაზღვრავს.

მსგავსება რომ ჩამოვაყალიბოთ, მივიღებთ:

Code
   1. <html>...</html> - დოკუმენტის სხეული
    2. <head>...</head> - დოკუმენტის თავი
    3. <body>...</body> - დოკუმენტის ტანი


პირველი ტეგით იწყება და მთავრდება გვერდი. მასში მთელი ინფორმაციაა მოქცეული.
მეორე ტეში მოქცეულია keyword-ები, გვერდის კოდირება, სათაური და დანარჩენი ზოგადი ინფორმაცია.
მესამე ტეგში მოქცეულია დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც ვებ-გვერდზე ჩანს.

<ტეგი> </ტეგი> - ასეთ ტეგებს ტეგ-კონტეინერებსაც ეძახიან. იმიტომ, რომ მათ შიგნით კიდევ შეიძლება ტეგის ჩასმა.

მიაქციეთ ყურადღება:

<ტეგი1><ტეგი2><ტეგი3> ... </ტეგი3></ტეგი2></ტეგი1>

ასეთი მიმდევრობა სწორად ითვლება: ტეგი, რომელიც პირველი იხსნება, ბოლო იხურება(ისევე, როგორც დანარჩენები).

შემდეგი მიმდევრობა კი უმეტეს შემთხვევაში შეცდომაა

<ტეგი><ტეგი2><ტეგი3> ... </ტეგი3></ტეგი1></ტეგი2>

ასე რომ, თავიდან დიდი ყურადღება გმართებთ სინტაქსთან, მაგრამ სისტემატიური მეცადინეობა მალე მინიმუმამდე დაიყვანს შეცდომის შანსს.

გილოცავ! შენ დაამთავრე თეორიული ნაწილი და შემდეგ ნაბიჯზე უკვე პრაქტიკულ სამუშაოსაც გაეცნობი. გისურვებ წარმატებას! smile
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

 
 
  

This website using PHP, XHTML, CSS and JavaScript.

მოცემული საიტიდან რაიმე ინფორმაციის კოპირების დროს აუცილებლად მიუთითეთ წყარო !
Copyright © 2008 - 2025 ! All rights reserved. ჰოსტერი uCoz Powered By N.Gogitidze
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სხვისი საკუთრების მითვისება ისჯება კანონით !