VIP123 | თარიღი: შაბათი, 2011 ივლისი 16, 15:12 | შეტყობინება # 1 |
დამწყები
ჯგუფი: მომხმარებელი
ჰოსტები: 14
|
ჰიპერტექსტური აღწერის ენა (ინგლ. HTML - HyperText Markup Language), ტიმ ბერნერს-ლის მიერ 1993 წელს შექმნილი აღწერის ენა განკუთვნილია ვებ–გვერდების შესაქმნელად და ინფორმაციის გასავრცელებლად ინტერნეტის საშუალებით. რა არის HTML? [ HTML ითარგმნება, როგორც ჰიპერ ტექსტის აღწერის ენა (Hyper Text Markup Language). HTML ფაილი წარმოადგენს თეგების საშუალებით აღწერილ ტექსტურ ინფორმაციას. მარკირებული ტეგები ბრაუზერს გადასცემენ გვერდის ეკრანზე გამოტანის ინფორმაციას. HTML ფაილს აქვს html, ან htm გაფართოვება. HTML ფაილის შექმნა შესაძლებელია უბრალო ტექსტური რედაქტორით. HTM, თუ HTML გაფართოება?
როდესაც იმახსოვრებთ HTML ფაილს, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ .htm ან .html გაფართოებები. მაგალითებში გამოყენებულია .htm გაფართოება. ეს გაფართოება გამოსადეგია ზოგიერთ უბრალო გამოყენებად პროგრამებში, რომლებშიც გაფართოებებისთვის დაშვებულია მხოლოდ სამი ასო.
უფრო ახალ პროგრამებთან რეკომენდებულია გამოიყენოთ .html გაფართოება.
|
|
| |