@import url('http://ucozua.ru/Ajax/android/androajax.css') all;

  • გვერდი 1 დან
  • 1
HTML შესწავლა: ნაბიჯი 18 - რუკები 2
TANDILA  თარიღი: შაბათი, 2011 ოქტომბერი 01, 15:39 | შეტყობინება # 1
ვებ მასტერი
ჯგუფი: ადმინი
ჰოსტები: 160
რეპუტაცია: 2590
ნაბიჯი 18 - რუკები - როგორ გავხადოთ სურათის ნაწილი ბმული? ნაწილი 2

მართკუთხედის ფორმის არეს გაკეთება უკვე ვისწავლეთ. გადავიდეთ წრეწირზე.



მივუთითოთ არეს ტიპი:

Code
<map>
<area shape="circle">
</map>


როგორც ვიცით, წრეწირის ფორმის არეს გასაკეთებლად მისი ცენტრის კოორდინატები და რადიუსი გვჭირდება. ჩანაწერი ასეთი იქნება:

Code
<area shape="circle" coords="x,y,R">


სამუშაო ისევ N1 ფიგურაზე ვაწარმოოთ. area-სთვის საჭირო კოორდინატებია 46, 48, 35. ჩავწეროთ:

Code
<map>
<area shape="circle" coords="46,48,35">
</map>


ახლა, ჩავწეროთ ბმულის მისამართი და მივაბათ რუკა სურათს:

Code
<img src="mapcircle.gif" usemap="#რუკა2">

... ტექსტი, სურათბი, ბმულები ან არაფერი...

<map name="რუკა2">
<area href="map_result2.html" shape="circle" coords="46,48,35">
</map>


ნებისმიერ არეს შეიძლება თავისი მინიშნება მიეთითოს, ეს თქვენს სტუმარს გარკვევას გაუადვილებს. თუმცა ჩვენ მხოლოდ ერთი არე გვაქვს, ანუ დამაბნეველი არაფერია, მაგრამ თვალსაჩინოებისთის მაინც მივუთითოთ მინიშნება:
Code

<img src="mapcircle.gif" usemap="#რუკა2">

... ტექსტი, სურათები, ბმულები ან არაფერი...

<map name="რუკა2">
<area href="map_result2.html" shape="circle" coords="46,48,35" alt="პატარა წრეწირი">
</map>


ახლა ცოტა ხნით გააჩერეთ კურსორი პატარა წრეწირთან, როცა მინიშნებას დაინახავთ, დააკლიკეთ. მინიშნების გამოჩენამდეც შეიძლება, რა თქმა უნდა smile უბრალოდ მინიშნებას ვერ დაინახავთ.

მიმაგრება: 9833723.gif (3.7 Kb) · 3990290.gif (2.1 Kb)
 
TANDILA  თარიღი: შაბათი, 2011 ოქტომბერი 01, 16:20 | შეტყობინება # 2
ვებ მასტერი
ჯგუფი: ადმინი
ჰოსტები: 160
რეპუტაცია: 2590
მალე მესამესაც დავწერ smile
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

 
 
  

This website using PHP, XHTML, CSS and JavaScript.

მოცემული საიტიდან რაიმე ინფორმაციის კოპირების დროს აუცილებლად მიუთითეთ წყარო !
Copyright © 2008 - 2025 ! All rights reserved. ჰოსტერი uCoz Powered By N.Gogitidze
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სხვისი საკუთრების მითვისება ისჯება კანონით !