@import url('http://ucozua.ru/Ajax/android/androajax.css') all;

  • გვერდი 1 დან
  • 1
HTML შესწავლა: ნაბიჯი 15 - სურათის კიდევ ერთი შესაძლებლობა
TANDILA  თარიღი: შაბათი, 2011 ოქტომბერი 01, 15:23 | შეტყობინება # 1
ვებ მასტერი
ჯგუფი: ადმინი
ჰოსტები: 160
რეპუტაცია: 2590
ნაბიჯი 15 - სურათის კიდევ ერთი შესაძლებლობა - ბმული.

წინა ნაბიჯებიდან უკვე ვიცით, რომ სურათი ბმულიც შეიძლება იყოს. ამის გასაკეთებლად ზუსტად ისე ვიქცევით, როგორც ტექსტის შემთხვევაში - სასურველ სურათს ტეგში ვსვამთ.

Code
<a href="prf.html"><img src="primtocodephoto.gif"></a>


ზუსტად ასევე შეგიძლიათ სურათით ელ-ფოსტა გააგზავნოთ:

Code
<a href="mailto:domen@posta.ge"><img src="primtocodephoto.gif"></a>


ჩვენს მაგალითში ტექსტთან ერთად მოყვანილი სურათი სურათების გვერდზე(prf.html) ”მივაბით” და ამით ტექსტის ბოლოს ახალი ფრაზის დამატების აუცილებლობა მოვხსენით:

Code
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
</head>
<body text="#336699" bgcolor="#CFCFCF">
<div align="center">
<H3>მოგესალმებით!</H3><font color="#CC0000"> ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!</font>
</div>
<p align="justify">
<a href="prf.html"><img src="primtocodephoto.gif" align="left" hspace="30" vspace="5" alt="intel"></a>ეს სტატია განკუთვნილია დამწყები მომხმარებლებისთვის, რომლებიც ვერ ერკვევიან პროცესორების დასახელებებში, მათ მწარმოებლებში და გამოყენების სფეროებში. პრაქტიკულად ასეთი სტატია დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ინტერნეტში ქვეყნდება პირველად. <b>სამწუხაროდ არცერთი კომპიუტერული რესურსი საწყის ეტაპებს დიდ ყურადღებას არ უთმობს</b>, რის გამოც ბევრ მომხმარებელს საკუთარი ძალებით და მიხვედრილობით უწევს გზის გაკვლევა საკმაოდ რთულ და დაქსაქსულ კომპიუტერულ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა 1-2 წლის თავზე სირთულეები ქრება, გარკვეული ცოდნა გროვდება და ყველაფერი მარტივდება, მაგრამ ხშირად პირველი არასწორი ნაბიჯები ბევრისთვის დიდი ხნის სინანულის ბრალია.
</p>
</body>
</html>


იხილეთ Demo

შეამჩევდით, რომ სურათს გარშემო ბმულისფერი ჩარჩო შემოერტყა. თუ მისი მოცილება მოგინდებათ, ატრიბუტ border-ის მნიშვნელობა გაანულეთ:
მიმაგრება: primtocode10.html (2.3 Kb)
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

 
 
  

This website using PHP, XHTML, CSS and JavaScript.

მოცემული საიტიდან რაიმე ინფორმაციის კოპირების დროს აუცილებლად მიუთითეთ წყარო !
Copyright © 2008 - 2025 ! All rights reserved. ჰოსტერი uCoz Powered By N.Gogitidze
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სხვისი საკუთრების მითვისება ისჯება კანონით !