@import url('http://ucozua.ru/Ajax/android/androajax.css') all;

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Technical Conference » Programing » HTML შესწავლა: ნაბიჯი 7 - თურმე ტექსტის ზომის რეგულირებაც...
HTML შესწავლა: ნაბიჯი 7 - თურმე ტექსტის ზომის რეგულირებაც...
TANDILA  თარიღი: შაბათი, 2011 ივლისი 16, 23:17 | შეტყობინება # 1
ვებ მასტერი
ჯგუფი: ადმინი
ჰოსტები: 160
რეპუტაცია: 2590
ნაბიჯი 7 - თურმე ტექსტის ზომის რეგულირებაც შეიძლება.

ამ ნაბიჯზე ჩვენ სათაურებს და ტეგ <font>-ის კიდევ ერთ ატრიბუტს გავეცნობით, რაც ტექსტის ზომის რეგულირების საშუალებას მოგვცემს.

სათაური(Heading) საშუალებას გვაძლევს ტექსტი ექვს ზომაზე დავარეგულიროთ:



Code
<H1>ტექსტი</H1>
<H2>ტექსტი</H2>
<H3>ტექსტი</H3>
<H4>ტექსტი</H4>
<H5>ტექსტი</H5>
<H6>ტექსტი</H6>


ისინი თქვენს მომხმარებელს საშუალებას მისცემენ, უფრო სწრაფად გაერკვიოს, თუ გვერდის რომელი ნაწილის მონახულება ჯობს თავიდან. როგორც ხვდებით, H1 ყველაზე საჭირო ინფორმაციის მატარებელი ტექსტის სათაური უნდა იყოს, H6 კი ყველაზე ნაკლებ საჭიროსი. თუმცა ეთიკის დაცვა აქაც აუცილებელია - H1-ით დაწერილი ტექსტი ძალიან მყვირალა და ულამაზოა, რაც საერთო ჯამში საიტის დიზაინზე დამღუპველად მოქმედებს. ჩვენს შემდეგ მაგალითშიც სათაურებია გამოყენებული:

Code
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
<META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8">
</head>
<body text="#336699" bgcolor="#CFCFCF">
<div align="center">
<H3>მოგესალმებით!</H3><font color="#CC0000">ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!</font></div>
<p align="justify">
ეს სტატია განკუთვნილია დამწყები მომხმარებლებისთვის, რომლებიც ვერ ერკვევიან პროცესორების დასახელებებში, მათ მწარმოებლებში და გამოყენების სფეროებში. პრაქტიკულად ასეთი სტატია დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ინტერნეტში ქვეყნდება პირველად. სამწუხაროდ არცერთი კომპიუტერული რესურსი საწყის ეტაპებს დიდ ყურადღებას არ უთმობს, რის გამოც ბევრ მომხმარებელს საკუთარი ძალებით და მიხვედრილობით უწევს გზის გაკვლევა საკმაოდ რთულ და დაქსაქსულ კომპიუტერულ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა 1-2 წლის თავზე სირთულეები ქრება, გარკვეული ცოდნა გროვდება და ყველაფერი მარტივდება, მაგრამ ხშირად პირველი არასწორი ნაბიჯები ბევრისთვის დიდი ხნის სინანულის ბრალია.
</p>
</body>
</html>


როგორც ხედავთ, მაგალითში <h3></h3> ზომაა გამოყენებული. თქვენც იგივეს გირჩევდით smile ვნახოთ, რა გამოვიდა:

ტეგში ჩასმული ტექსტი არათუ გაიზარდა, არამედ გასქელდა კიდეც, თან <p> ტეგივით ხაზი გამოტოვა. სამართლიანიცაა - როდის გინახავთ, სათაურსა და ტექსტს შორის ხაზი არ იყოს გამოტოვებული?

მოკლედ, გასაგებია, რომ ეს ტეგი სათაურებისთვის იდეალურია, მაგრამ რა ვქნათ, თუ თვითონ ტექსტში გვინდა ზომის შეცვლა, თან ყველანაირი ავტომატური გასქელებისა და ხაზის გამოტოვების გარეშე?

აქ <font> ტეგის დაპირებულ ახალ ატრიბუტს უნდა გავეცნოთ. მას size ჰქვია და ტექსტის ზომის მეყსეულად შესაცვლელად გამოიყენება. მისი სინტაქსი ასე გამოიყურება:

<font size="...">...<font>

აქ ისღა დაგვრჩენია, მრავალწერტილების ნაცვლად სასურველი მნიშვნელობა და ტექსტი ჩავსვათ. მნიშვნელობებს კი ასეთი ფორმატი აქვთ:



Code
<font size="+3"> ტექსტი </font>

<font size="+2"> ტექსტი </font>

<font size="+1"> ტექსტი </font>

<font size="0"> ტექსტი </font>

<font size="-1"> ტექსტი </font>

<font size="-2"> ტექსტი </font>

<font size="-3"> ტექსტი </font>


size-ს ნებისმიერი მნიშვნელობის მიღება შეუძლია, მაგრამ მე ამ მონაკვეთს გირჩევდით, ისევ და ისევ ესთეტიური მოსაზრებით.
საჭიროა ვიცოდეთ, რომ default-ად size-ს მნიშვნელობა ”+0”-ს უდრის. მოკლედ, იხ. მაგალითი.

Code
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
<META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8"> </head>
<body text="#336699" bgcolor="#CFCFCF"> <div align="center">
<H3>მოგესალმებით!</H3>
<font color="#CC0000">ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!</font> <img src="http://s101.ucoz.net/sm/1/smile.gif" border="0" align="absmiddle" alt="smile" /> </div>
<p align="justify">
ეს სტატია განკუთვნილია დამწყები მომხმარებლებისთვის, რომლებიც ვერ ერკვევიან პროცესორების დასახელებებში, მათ მწარმოებლებში და გამოყენების სფეროებში. პრაქტიკულად ასეთი სტატია დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ინტერნეტში ქვეყნდება პირველად. <font size="2">სამწუხაროდ არცერთი კომპიუტერული რესურსი საწყის ეტაპებს დიდ ყურადღებას არ უთმობს<font>, რის გამოც ბევრ მომხმარებელს საკუთარი ძალებით და მიხვედრილობით უწევს გზის გაკვლევა საკმაოდ რთულ და დაქსაქსულ კომპიუტერულ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა 1-2 წლის თავზე სირთულეები ქრება, გარკვეული ცოდნა გროვდება და ყველაფერი მარტივდება, მაგრამ ხშირად პირველი არასწორი ნაბიჯები ბევრისთვის დიდი ხნის სინანულის ბრალია. </font>
</p>
</body>
</html>


როგორც ხედავთ, ტექსტი გადიდდა და პირველივე შეხედვიდანვე იქცევს ყურადღებას. ეს კი თქვენს ნაგულისხმევ აზრის გაგებას უფრო გააადვილებს მაგრამ ფრთხილად იყავით! ამან თქვენი საიტს დიაზაინი არ უნდა დააზიანოს!
მიმაგრება: 4398891.png (2.3 Kb) · 5247944.png (3.5 Kb)
 
ფორუმი » Technical Conference » Programing » HTML შესწავლა: ნაბიჯი 7 - თურმე ტექსტის ზომის რეგულირებაც...
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

 
 
  

This website using PHP, XHTML, CSS and JavaScript.

მოცემული საიტიდან რაიმე ინფორმაციის კოპირების დროს აუცილებლად მიუთითეთ წყარო !
Copyright © 2008 - 2024 ! All rights reserved. ჰოსტერი uCoz Powered By N.Gogitidze
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სხვისი საკუთრების მითვისება ისჯება კანონით !