@import url('http://ucozua.ru/Ajax/android/androajax.css') all;

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Technical Conference » Programing » HTML შესწავლა: ნაბიჯი 12 - ცოტა მეტი ტექსტისა და სურათის
HTML შესწავლა: ნაბიჯი 12 - ცოტა მეტი ტექსტისა და სურათის
TANDILA  თარიღი: შაბათი, 2011 ოქტომბერი 01, 15:08 | შეტყობინება # 1
ვებ მასტერი
ჯგუფი: ადმინი
ჰოსტები: 160
რეპუტაცია: 2590
ნაბიჯი 12 - ცოტა მეტი ტექსტისა და სურათის განლაგებაზე.

ამ ნაბიჯზე ჩვენ ტექსტის სურათისთვის ”მიკუთვნებას” უკვე ნაცნობი
ტეგის გამოყენებით ვისწავლით, თუმცა თუ წინა ნაბიჯზე რჩევას მიყევით და ცოტა წაივარჯიშეთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ align ატრიბუტის დამატებითი მნიშვნელობებიც იგივეს აკეთებენ.

როგორც უკვე იცით,
ტეგს მის შემდეგ მომავალი ტექსტის შემდეგ ხაზზე გადატანა ევალება, მაგრამ ჯერ არაფერი იცით მისი ატრიბუტის - clear-ის შესახებ.

მაგალითისთვის ავიღოთ ტექსტი სტატიიდან FAT vs NTFS:


დღევანდელი გადასახედიდან დაუჯერებელია, მაგრამ 1987 წელს (DOS 3-ში) კომპიუტერებისთვის 32 მეგაბაიტიანი დისკის წაკითხვა ბოლო მიღწევა იყო. DOS 6-ის ეპოქაში ეს ზომა 2 გიგაბაიტამდე გაიზარდა, მაგრამ დისკის მწარმოებლების მიღწევები ოპერაციული სისტემისგან სულ უფრო მეტს ითხოვდნენ. ასე რომ, Windows 98-თან ერთად FAT32 გამოვიდა (მანამდე ახალი ფაილური სისტემა გამოცდილი იყო Windows 95 SR2-ში), რომელიც ლიმიტს (თეორიულად) 2 ტერაბაიტამდე ზრდიდა.




ვთქვათ, გვინდა, რომ პირველი ორი წინადადება იყოს სურათის გვერდით, ბოლო კი მის ქვეშ. როგორ მოვიქცეთ? ალბათ დავსვათ იმდენი
, რამდენიც დაგვჭირდება. ამის შემდეგ კი სასურველ შედეგს მივიღებთ:


დღევანდელი გადასახედიდან დაუჯერებელია, მაგრამ 1987 წელს (DOS 3-ში) კომპიუტერებისთვის 32 მეგაბაიტიანი დისკის წაკითხვა ბოლო მიღწევა იყო. DOS 6-ის ეპოქაში ეს ზომა 2 გიგაბაიტამდე გაიზარდა, მაგრამ დისკის მწარმოებლების მიღწევები ოპერაციული სისტემისგან სულ უფრო მეტს ითხოვდნენ.
ასე რომ, Windows 98-თან ერთად FAT32 გამოვიდა (მანამდე ახალი ფაილური სისტემა გამოცდილი იყო Windows 95 SR2-ში), რომელიც ლიმიტს (თეორიულად) 2 ტერაბაიტამდე ზრდიდა.




მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში მათმა რაოდენობამ შეიძლება 5 და 10 ცალსაც კი გადააჭარბოს! ასეთ შემთხვევაში clear მისწრებაა - ერთი ტეგის და მისი ატრიბუტის დაწერით ამდენი ტეგის წერას ვიცილებთ თავიდან. მოკლედ, ვსწავლობთ გამოყენებას:

ატრიბუტ clear-ს სულ 3 მნიშვნელობა გააჩნია:

  1. all მნიშვნელობის მითითების შემდეგ ტექსტის გამოსახვა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტის ქვეშ გაგრძელდება.
  2. left მნიშვნელობა ტექსტს ობიექტის ქვეშ გადაიტანს იმ შემთხვევაში, თუ ის მარცხენა მხარესაა ”მიწებებული”.
  3. right მნიშვნელობა ტექსტს ობიექტის ქვეშ გადაიტანს იმ შემთხვევაში, თუ ის მარჯვენა მხარესაა ”მიწებებული”.

ჩვენს მაგალითში მნიშვნელობა left-ს უდრის, თუმცა all-ის შემთხვევაშიც იგივე შედეგს მივიღებდით. მაგრამ right-ის დასმის შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა, კოდი იგივე იქნებოდა, რაც
.

გავეცნოთ ზემოთ მოყვანილი მაგალითის კოდს:


Code
<img src="clearpri.gif" align="[b]left[/b]">
დღევანდელი გადასახედიდან დაუჯერებელია, მაგრამ 1987 წელს (DOS 3-ში) კომპიუტერებისთვის 32 მეგაბაიტიანი დისკის წაკითხვა ბოლო მიღწევა იყო. DOS 6-ის ეპოქაში ეს ზომა 2 გიგაბაიტამდე გაიზარდა, მაგრამ დისკის მწარმოებლების მიღწევები ოპერაციული სისტემისგან სულ უფრო მეტს ითხოვდნენ.[b]<br clear="left">[/b] ასე რომ, Windows 98-თან ერთად FAT32 გამოვიდა (მანამდე ახალი ფაილური სისტემა გამოცდილი იყო Windows 95 SR2-ში), რომელიც ლიმიტს (თეორიულად) 2 ტერაბაიტამდე ზრდიდა.
მიმაგრება: 5883564.jpg (33.2 Kb)
 
ფორუმი » Technical Conference » Programing » HTML შესწავლა: ნაბიჯი 12 - ცოტა მეტი ტექსტისა და სურათის
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

 
 
  

This website using PHP, XHTML, CSS and JavaScript.

მოცემული საიტიდან რაიმე ინფორმაციის კოპირების დროს აუცილებლად მიუთითეთ წყარო !
Copyright © 2008 - 2024 ! All rights reserved. ჰოსტერი uCoz Powered By N.Gogitidze
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სხვისი საკუთრების მითვისება ისჯება კანონით !