@import url('http://ucozua.ru/Ajax/android/androajax.css') all;

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Engines » Joomla » Joomla
Joomla
VIP123  თარიღი: შაბათი, 2011 ივლისი 16, 13:00 | შეტყობინება # 1
დამწყები
ჯგუფი: მომხმარებელი
ჰოსტები: 14
რეპუტაცია: 5
ჯუმლა (Joomla) არის უფასო და ღია პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება ინტერნეტ-სივრცისათვის. მისი დახმარებით შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ ტიპის ვებ-გვერდის შექმნა (როგორც სოციალური ქსელის, ასევე უბრალო საინფორმაციო პორტალის), შიგთავსის რეგულარული განახლება (სპეციალური სამართავი პანელიდან) და სხვა. სისტემა შექმნილია ჯუმლას გუნდის მიერ.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 ჯუმლას შესაძლებლობები
2.1 გაფართოებები
2.1.1 კომპონენტები (Components
2.1.2 მოდულები (Modules)
2.1.3 დამატებები (Plugins)

ისტორია

ჯუმლა პირველად აგებული იქნა 'მამბოს' სამართავი სისტემის მაგალითზე. ის გამოვიდა 2005 წლის 17 აგვისტოს. ამ დროისათვის 'მამბოს' ფლობდა Miro International Pvt Ltd, რომელმაც შექმნა კომერციული სექტორი, რომლის მიზანიც იყო 'მამბოს' დაფინანსება და მისი დაცვა სხვადასხვა სარჩელისგან. სამართავი სისტემის შემქმნელი გუნდი გაიყო, რადგან მასში სუფევდა უთანხმოება ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში. 2005 წლის 16 სექტემბერს გამოჩნდა ჯუმლა, რომელიც აგებული იყო 'მამბოზე', მაგრამ შეიცავდა ბევრ შესწორებას.

ჯუმლა, ისევე როგორც მისი წინამორბედი, კვლავ დარჩა ღია ტიპის კოდის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფად, ისევე როგორც მისი ბევრი დამატებითი მოდული თუ კომპონენტი, თუმცა სხვადასხვა კომპონენტი და მოდული, რომელიც დღეს ჯუმლასთვის იქმნება, ფასიანიც არის.

გარდა ჯუმლას პოპულარული 1.0 ვერსიისა, რომელიც უფრო მეტად 'მამბოს' ეყრდნობა, ასევე არსებობს მისი მეორე განშტოება - ჯუმლას 1.5 ვერსია. პირველი ასეთი სერიიდან გამოვიდა 2008 წლის 22 იანვარს. მისი უკანასკნელი ვერსია (2009 წლის 22 ივლისი) არის 1.5.14. 2009 წლის ივნისი დასასრულს გამოჩნდა ჯუმლას 1.6 ვერსია, რომელიც დღესდღეობით ალფა-ტესტირების სტადიაში იმყოფება.
ჯუმლას შესაძლებლობები
გაფართოებები

ძირითადად, ჯუმლაში არსებობს გაფართოებების სამი ტიპი. ესენია:
კომპონენტები (Components

კომპონენტი ჯუმლაში უფრო ხშირად აღნიშნავს გაფართოების ისეთ ტიპს, რომელიც ჯუმლაზე აგებულ საიტს ამატებს ახალ თემატურ განყოფილებას. ძირითადად, ასეთებია: ფოტო და ვიდეო გალერეები, ფორუმები, ჩეტები, წიგნების ბიბლიოთეკის აღრიცხვის სისტემები, ონლაინ მაღაზიები და ა.შ. თუმცა, ხშირად, კომპონენტი ჯუმლაში შეიძლება იყოს ფარული, მაგრამ ამავე დროს, ასრულებდეს თავის ფუნქციებს. ასეთია, მაგალითად, კომენტარების სისტემა, რომელიც ავტომატურად უერთდება სტატიების ამა თუ იმ სექციას თუ კატეგორიას. არსებობს ადმინისტრატორის პანელის შიდა კომპონენტები - როგორიც, მაგალითად, არის სტატისტიკა საიტზე შემოსული მომხმარებლების შესახებ.
მოდულები (Modules)

მოდული ჯუმლაში არ არის იგივე, რაც სხვა სამართავ სისტემებში. ჯუმლაში მოდული ნიშნავს საიტის ამა თუ იმ არეშე (გარდა სტატიის სხეულის) განთავსებულ ბლოკს, რომელიც პასუხისმგებელია ამა თუ იმ ფუნქციაზე (და ხშირად დაკავშირებულია ადმინისტრატორის სამართავი პანელის კომპონენტთან). ასეთებია, მაგალითად, სიახლეების მაჩვენებელი, საიტზე საკუთარი მომხმარებლის სახელით შესვლის ფორმის, მუსიკალური ფაილების მოსმენის მოდულები. მოდულების სახით ხშირად წარმოდგენილია სანავიგაციო მენიუების სისტემებიც.
დამატებები (Plugins)

დამატებები ჯუმლაში აფართოებენ სისტემის მუშაობას. დამატება ამატებს მცირე ან დიდი მნიშვნელობის მქონე ფუნქციებს. განსხვავებით მოდულისგან, დამატება არ განთავსდება საიტის კონკრეტულ ადგილზე. უფრო ხშირად იგი გავლენას ახდენს სტატიებზე. მაგალითად, შესაძლო ხდება სტატიაში განთავსებული სურათის განსაკუთრებული ჩარჩოს ან სხვა ეფექტის თანხლებით ჩვენება.

ინფორმაცია : ვიკიპედია
 
TANDILA  თარიღი: შაბათი, 2011 ივლისი 16, 14:57 | შეტყობინება # 2
ვებ მასტერი
ჯგუფი: ადმინი
ჰოსტები: 160
რეპუტაცია: 2590
VIP123, ექსელენტე smile
 
ფორუმი » Engines » Joomla » Joomla
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

 
 
  

This website using PHP, XHTML, CSS and JavaScript.

მოცემული საიტიდან რაიმე ინფორმაციის კოპირების დროს აუცილებლად მიუთითეთ წყარო !
Copyright © 2008 - 2024 ! All rights reserved. ჰოსტერი uCoz Powered By N.Gogitidze
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სხვისი საკუთრების მითვისება ისჯება კანონით !